ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბლოგი საუკეთესოთა შორის აღმოჩნდა
13-12-2017
საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციამ ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მწერლის ბიოგრაფიულსა და შემოქმედებით თემაზე შექმნილი ბლოგების კონკურსი გამოაცხადა სახელწოდებით - „მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი... ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!“ მასში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეეძლოთ.

კონკურსში აქტიურად ჩაერთო ვანის N2 საჯარო სკოლა. მასწავლებელ ქეთევან ძაგნიძის ხელმძღვანელობით მე-11 კლასის მოსწავლეებმა ლაშა სოხანეიშვილმა, ქრისტინე გოგორიშვილმა, გიორგი მჟავიამ, ნიკა კორძაძემ და ქეთი ბაღდავაძემ პირველი ერთობლივი ბლოგი შექმნეს. მათი ბლოგი საუკეთესოთა შორის აღმოჩნდა.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. გამარჯვებულ სკოლებს წიგნის მაღაზიის ვაუჩერები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ვანის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი ქეთევან ძაგნიძე მიღწეული წარმატების შესახებ შთაბეჭდილებებს გვიზარებს:

„საუკეთესოთა შორის ვართ... მიხარია, რომ ასეთი კოლეგების, ასეთი სკოლების, ასეთი მოსწავლეების გვერდით ჩვენი სკოლა და ჩვენი მოსწავლეებიც არიან... მიხარია, რომ საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია მუდმივად ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე, მოსწავლეთა მრავალმხრივ განათლებასა და წინსვლაზე... ჩვენ, ყველანი ბევრს ვსწავლობთ...“

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203