კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადამიანის უფლებათა ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
13-12-2017
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადამიანის უფლებათა ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე ცქიტიშვილმა მოაწერეს ხელი.

შეხვედრა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ მაჭარაშვილმა გახსნა და დამსწრე სტუდენტებს მემორანდუმის გაფორმების ძირითადი მიზნები და ამოცანები გააცნო.

სტუმარმა კსუ-ს ბაზაზე არსებული მულტიმედია ცენტრიც დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მემორანდუმის ფარგლებში, კსუ-ს როგორც სამართლის, ასევე ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სასწავლო პრაქტიკა აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციაში გაიარონ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის პრიორიტეტებს კანონის უზენაესობისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და დისკრიმინაციის აღკვეთა წარმოადგენს.

კსუ-ს პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო სფერო  ბავშვთა და ქალთა უფლებების საკითხები, ტრეფიკინგი, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებებია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203