მაძიებლები, რომლებიც გამოცდას ვერ ჩააბარებენ, იმავე სკოლაში ვეღარ იმუშავებენ
10-06-2021

მასწავლებელთა გამოცდა 14 ივლისიდან დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. რა შედეგებს აჩვენებენ ტესტირებებზე აპლიკანტები, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ამჯერად, etaloni.ge იმ მაძიებელ მასწავლებლებს შეეხება, რომლებიც სკოლაში არიან დასაქმებულები და შანსს ელოდებიან, რათა მომდევნო სასწავლო წლიდან სამსახურში უკვე სტატუსით დაბრუნდნენ; თუმცა საინტერესოა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი მასწავლებლები გამოცდას ვერ ჩააბარებენ?

როგორც ირკვევა, მათ სკოლის დატოვება მოუწევთ - იმავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგის სტატუსით დასაქმების უფლებაც არ ექნებათ და ეს განათლების მინისტრის ბრძანებაში შავით თეთრზე წერია - „მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №169/ნ ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„ცენტრის დირექტორი გადაწყვეტილებას მასწავლებლის მაძიებლობის პერიოდის წარმატებით გავლის შესახებ იღებს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის შემადგენელი აკადემიური და პედაგოგიური პრაქტიკის კურსების შეფასების შედეგებისა და ჩაბარებული საგნის გამოცდის შედეგის საფუძველზე.“

სამაგიეროდ, მათ შეეძლებათ, მუშაობა დაიწყონ მაძიებლად სხვა სკოლაში და ამას კანონი არ ზღუდავს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203