„პედაგოგებმა მუდმივად უნდა ვამოწმოთ თითოეული მოსწავლის ცოდნის დონე“- ცირა ტაბატაძე, კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლის დირექტორი
19-05-2021
როგორ უნდა დაძლიონ სკოლებმა ონლაინსწავლებით განპირობებული ჩამორჩენა, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტის მოწყობაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლის დირექტორის, ცირა ტაბატაძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

 - გააჩნია რა მიმართულებით იმუშავებს, სადამრიგებლო საათის პროგრამა მეტ-ნაკლებად მოიცავს მსგავს ცნებებს, უსაფრთხოების მიმართულებით სკოლას ჰყავს განსაზღვრული პიროვნება.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

 - სკოლას აქვს ექიმის კაბინეტი, გათბობით, სველი წერტილით და სამედიცინო ტახტით აღჭურვილი, თუმცა სხვა საჭირო ინვენტარი არ გაგვაჩნია.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

 - ვეთანხმები ამ ცვლილებას, ამ პერიოდის განმავლობაში ნამდვილად უნდა მოახდინოს რეგირება სკოლამ, თუ მშობელთან ვერანაირ კომუნიკაციას ვერ მიაღწია.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

- პედაგოგეგმა მუდმივად უნდა ვამოწმოთ თითოეული მოსწავლის მიღებული ცოდნის დონე და შემდგომი ნაბიჯი ამის გათვალისწინებით დავგეგმოთ, სასურველია დამატებითი მეცადინეობაც.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203