„მოსწავლის ონლაინ შეფასებისას არის ხარვეზები, რაც იწვევს არასასურველ წლიურ ნიშანს“ - ბოძაურის საჯარო სკოლის დირექტორი არსენ შავაძე
19-05-2021

რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე, ასევე ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლის დირექტორის - არსენ შავაძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება ?

- სკოლას მეტად გაუადვილდება მოსწავლეებთან მიდგომები.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები ?

- კარგი იქნება ოღონდ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით სპონსორი აუცილებელია.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში ?

- სხვა მოსწავლეების მოტივაცია გაიზრდება.

- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ ?

- დამატებითმა მუშაობამ, რასაც ჩვენ უკვე ვახორციელებთ, შესაძლებლობის ფარგლებში.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  მასწავლებელთა სახლის მიხედვით,  გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში ?

- კარგი  იქნება თუ მასწავლებლის შეფასების გვერდი გაიხსნება, რადგან ნაწილ პედაგოგებს არ აქვთ ატვირტული გარკვეული  შეფასებათა აქტივობები. ანუ ამ მხრივ არიან გამონაკლისი პედაგოგები.

ონლაინ  შეფასებისას არის გარკვეული უნებლიე მექანიკური ხარვეზები, რაც იწვევს არასასურველ ასახვას მოსწავლეთა წლიური  ნიშნების საშუალო არითმეტიკულზე და გთხოვთ, გაგვიწიოთ შუამდგომლობა შესაბამის უწყებასთან აღნიშნული ხარვეზის  აღმოფხვრაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203