კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეები ელენე ახვლედიანის სახელობის „ბავშვთა სურათების გალერეას“ ესტუმრნენ
14-12-2017
კერძო სკოლა „ცოდნას“ პირველი კლასის მოსწავლეები მასწავლებლებთან, მედეია ბოლქვაძესა და თამარ მაღრაძესთან ერთად ელენე ახვლედიანის სახელობის „ბავშვთა სურათების გალერეას“ ესტუმრნენ. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა ბავშვების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები დაათვალიერეს:

„მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბავშვების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები. შემდეგ თვითონაც დახატეს შემოდგომისა და ზამთრის თემაზე სურათები, რომლებიც იქვე გამოფინეს.“

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203