მანდატურის სამსახური აცხადებს ვაკანსიებს, ანაზღაურება 750 ლარია - განაცხადის შეტანა 28 მაისის ჩათვლით შეგიძლიათ
19-05-2021
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს მანდატურების შესარჩევ კონკურსს. უწყება 34 ახალი კადრის მიღებას გეგმავს. მონაწილე პირთა განცხადებების მიღება 2021 წლის 19 მაისიდან დაიწყო და 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

კონკურსის პირობები და კანდიდატისთვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

მანდატურად შეიძლება დაინიშნოს: საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;

ნასამართლობის არმქონე; 
სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
 
სახელმწიფო ენის მცოდნე; 

სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

განაცხადის შესავსებად დააკლიკეთ აქ - სააპლიკაციო ფორმა

შრომის ანაზღაურება: 750 ლარი (დარიცხული).

ვაკანსია გამოცხადდა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:

მცხეთის მუნიციპალიტეტი
· სოფელი ძეგვი - 2 ვაკანსია
· სოფელი ძალისი - 1 ვაკანსია
· სოფელი მუხრანი - 1 ვაკანსია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
· სოფელი თხილნარი -1 ვაკანსია
· ქ. ბათუმი -1 ვაკანსია

ქედის მუნიციპალიტეტი
· დაბა ქედა - 1 ვაკანსია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
· სოფელი მერია -1 ვაკანსია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
· სოფელი ინგირი -1 ვაკანსია
· ქ. ფოთი - 1 ვაკანსია

სამტრედიის მუნიციპალიტეტი
· სამტრედია - 1 ვაკანსია

მარნეულის მუნიციპალიტეტი
· სოფელი ქეშალო -1 ვაკანსია

ბოლნისის მუნიციპალიტეტი
· ქ. ბოლნისი - 1 ვაკანსია

წალკის მუნიციპალიტეტი
· ქ. წალკა - 2 ვაკანსია

დმანისის მუნიციპალიტეტი
· სოფელი ირგანჩაი -2 ვაკანსია

გარდაბნის მუნიციპალიტეტი
· ქ. გარდაბანი - 1 ვაკანსია
· სოფელი ქესალო - 1 ვაკანსია

ყვარლის მუნიციპალიტეტი
· სოფელი ჭიკაანი -1 ვაკანსია

გურჯაანის მუნიციპალიტეტი
· ქ. გურჯაანი -1 ვაკანსია
· სოფელი ველისციხე -1 ვაკანსია

თელავის მუნიციპალიტეტი
· სოფელი წინანდალი -1 ვაკანსია
· სოფელი ყარაჯალი - 1 ვაკანსია
· ქ. თელავი -1 ვაკანსია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
· სოფელი კაბალი -1 ვაკანსია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

· სოფელი პატარძეული -1 ვაკანსია
· სოფელი იორმუღანლო -1 ვაკანსია

ახმეტის მუნიციპალიტეტი
· ქ. ახმეტა -1 ვაკანსია

ბორჯომის მუნიციპალიტეტი
· დაბა ბაკურიანი -1 ვაკანსია

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
· ქ. ახალქალაქი - 3 ვაკანსია

ასპინძის მუნიციპალიტეტი
· დაბა ასპინძა - 1 ვაკანსია

დეტალების სანახავად გადადით ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203