„სოციალური მუშაკი სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა ჩართულობას გაზრდის“ - მაია მესხია, წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დირექტორი 
19-05-2021
რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე, ასევე ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge  წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დირექტორის, მაია მესხიას მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?


-  სოციალური მუშაკი გაზრდის მოსწავლეების ჩართულობას  სასკოლო ცხოვრებაში.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- სამედიცინო კაბინეტი აუცილებელია ფუნქციონირებდეს სკოლაში, ამ პანდემიის დროს მაინც. ჩვენს სკოლას აქვს შესაბამისი ბაზა იმისათვის, რომ მოაწყოს სამედიცინო ოთახი, მაგრამ სკოლა არის მცირე კონტიგენტიანი და  რეგულაციის შესაბამისად არა აქვს  უფლება ჰყავდეს ექიმი. 

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

-  ვფიქრობ , ამ რეგულაციით ბავშვები ქუჩაში აღმოჩნდებიან.  სხვა რაღაცაა მოსაფიქრებელი, მოსწავლეების სასარგებლოდ. სიტუაციიდან გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ ?

- დისტანციური სწავლება ერთგვარი გამოწვევა იყო სკოლისთვის.  მეტ-ნაკლებად მივაღწიეთ შედეგს - მოსწავლეთა ჩართულობა იყო 80%. როგორ უმდა დავძლიოთ? სკოლამ უნდა მოახდინოს სასწავლო გეგმის მოდიფიცირება

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  მასწავლებელთა სახლის მიხედვით,  გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?

- ზოგადად მივესალმები რეფორმას, შედეგზე ორიენტირებულს. სამწუხაროდ, შედეგი დაბალია.  რატომ?  მასწავლებლები გახდნენ კრედიტზე  „მონადირეები“ და  მოსწავლეები დარჩნენ სწავლების მიღმა. ძალიან კარგია, რომ გაუქმდა კრედიტომანია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203