ზედა ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტყის გადარჩენაზე ზრუნავენ
14-12-2017

რას იყენებთ ზამთარში გასათბობად? - ამ კითხვით ზედა ბზვანის მოსწავლეებმა სოფლის მოსახლეობას მიმართეს. 

მოსახლეობის პასუხებიდან გაირკვა, რომ მოსახლეობის 95%  გასათბობად შეშას იყენებს, დარჩენილი 5% კი გაზს.

გამკითხვის შედეგად გამოიკვეთა პრობლემები. მთავარი პრობლემა უსახსრობა და მიუვალი ტყეებია. ერთ ოჯახს ზამთარში დაახლოების 4-5მსჭირდება, რაც სოლიდურ თანხასთანაა დაკავშირებული (500-600 ლარი).

მოსახლეობა ძირითადად თხმელასა და ეკლის ხეს იყენებს. ასევე იყენებდნენ თხილის ნაჭუჭს. თხილის ნაჭუჭის შეძენა უფრო იაფი ჯდება,რაც მოსახლეობისთვის დიდ შეღავათს იძლევა. 

თუმცა წელს თხილის მწირე მოსავლიანობის გამო ვერ მოახერხეს თხილის ნაჭუჭის შეძენა.

სკოლის მოსწავლეების თქმით, აუცილებელია მოიძებნოს გამოსავალი, რათა შენარჩუნდეს ტყე. ეს შეიძლება მოხერხდეს გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფებით:

„ამ შემთხვევაში მოსახლეობა გასათბობად დენს ან გაზს გამოიყენებს. ტარიფის სიძვირის გამო მთლიანი დატვირთვა შეშაზე მოდის.“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203