„სკოლებში სამედიცინო კაბინეტის მოწყობა აუცილებელია“ - რაულ გულბანი, კალის საჯარო სკოლის დირექტორი
რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და პროფესიის რეგულირების წესზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის დირექტორის, რაულ გულბანის მოსაზრებებს გთავაზობთ: - თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?- სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირებას მივესალმები. ეს ძალიან კარგი სიახლე იქნება სკოლისთვის.
- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?- სკოლებში სამედიცინო კაბინეტის მოწყობა საჭირო და აუცილებელია.
- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?- მასწავლებლებმა მოსწავლეებს დამატებითი გაკვეთილები უნდა ჩაუტარონ, შემდგომ კი პირისპირ სწავლებაზე გადავიდნენ.
- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?- მივესალმები აღნიშნულ სიახლეს.