აწყურის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის ფინალური ტური ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს მიეძღვნა
14-12-2017
აწყურის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის, „რა, სად, როდის“ ფინალური ტური შედგა. ღონისძიება ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს მიეძღვნა. 

ფინალში პირველი ტურის გამარჯვებული გუნდი „ფენიქსი“ სკოლის ძირითად გუნდ „ბუ2-ს“ შეერკინა. გამარჯვებულის გამოვლენამდე გუნდებმა საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს - გიორგი სუხიაშვილი და ნუცა მარტინენკო. მათ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ამასთან, ღონისძიებაზე გამოვლინდა ჟიურის სიმპათიაც, რომელიც აგრეთვე დასაჩუქრდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის ყველა წევრმა საუკეთესოდ ითამაშა. გამარჯვებულ გუნდს სკოლის გარდამავალი პრიზი „ბრძენი ბუ“ გადაეცა. 

სკოლის დირექცია ინტელექტუალური თამაშის საუკეთესოდ წარმართვისათვის, მადლობას უხდის გუნდებს, მათ ხელმძღვანელებს და ორგანიზატორს, ელენე ლურსმანაშვილს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203