მუხრანის №1 საჯარო სკოლაში მათემატიკაში არასტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა
14-12-2017
მუხრანის №1 საჯარო სკოლაში თანამედროვე გაკვეთილი თემაზე - „ავაგოთ დიაგრამა კომპიუტერში“ ჩატარდა. 

გაკვეთილი VII კლასში ისტ-ის კაბინეტში მათემატიკის მასწავლებელმა მ. თალაკვაძემ ჩაატარა. 

როგორც მასწავლებელი აღნიშნავს, მოსწავლეებმა იოლად მოახდინეს ისტ-ის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის ტრანსფერი მათემატიკაში და სხვადასხვა საოფისე პროგრამის გამოყენებით შექმნეს პიქტოგრამები:

„მოსწავლეებმა შერჩეული ამოცანის შესაბამისად სურვილისამებრ ააგეს სვეტოვანი, წრიული და ხაზოვანი დიაგრამები.  გაკვეთილმა ხალისით ჩაიარა. მოსწავლეებს დავალებად მიეცათ პროექტი დამოუკიდებელი კვლევისთვის, რომლის დასრულებისას ნაშრომების პრეზენტაციას კვლავ ისტ-ის კაბინეტში მოაწყობენ.“

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203