„აბიტურიენტებს ვურჩევ, რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმონ ცოდნის გაღრმავებას“- დავით როსტომაშვილი, ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი
20-05-2021
რას ურჩევდა აბიტურიენტებს, როგორ აფასებს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას  - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორის - დავით როსტომაშვილის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა ?

- გაითვალისწინონ სკოლის შეფასება.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს ? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმონ ცოდნის გაღრმავებას.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებენ საზოგადოებრივ აზრს.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში ?

- მისასალმებელია ელექტრონული ჟურნალების წარმოება.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- ბევრი სირთულეები გადაგვილახია და ამ სირთულეებსაც გადავლახავთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203