თენგიზ ენდელაძე და გიორგი გორგოძე - ხევაშენის სკოლის წარჩინებული მოსწავლეები
14-12-2017
ხევაშენის საჯარო სკოლის მეათეკლასელებს, თენგიზ ენდელაძესა და გიორგი გორგოძეს, სწავლაში მიღწეული წარმატებისათვის, კომპიუტერები გადაეცათ. მოსწავლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ჩემი პირველი კომპიუტრის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

ორივე მათგანს საბაზო საფეხურის დასრულებისას, ყველა საგანში ათი ქულა დამრგვალების გარეშე ჰქონდა მიღებული. სკოლის საგნების წარჩინებით სწავლასთან ერთად, თენგიზი და გიორგი კლასგარეშე აქტივობებშიც სისტემატურად ერთვებიან. ისინი FLEXI-ს კონკურსში აქტიურად მონაწილდეობდნენ. გიორგი გორგოძე ფინალისტთა რიგებშიც მოხვდა და ელოდება საბოლოო შედეგს, რომელიც რამდენიმე თვეში იქნება ცნობილი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203