თიანეთის ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიქტორინაში ერთმანეთს ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს
14-12-2017
თიანეთის ახალსოფლის საჯარო სკოლაში „თავისუფალი გაკვეთილების“ ფარგლებში „ლიტერატურული ვიქტორინა“ ჩატარდა.

ვიქტორინაში, რომელიც ქართული ენის პედაგოგმა ჯილდა კაცელაშვილმა ჩაატარა, მერვე-მეცხრე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

როგორც მასწავლებელი აღნიშნავს, მოსწავლეებმა ერთმანეთს ღირსებული მეტოქეობა გაუწიეს:

„ორი გუნდი ჩამოყალიბდა: „ინტელექტი" და „ოლიმპო". მოსწავლეებმა ერთმანეთს ღირსებული მეტოქეობა გაუწიეს. თუმცა გამარჯვება ორქულიანი სხვაობით „ოლიმპომ" მოიპოვა.“

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203