კორონავირუსის ფაქტები სკოლებში - რა ვითარებაა სწავლის დაწყებიდან ერთ კვირაში
20-05-2021

სკოლების ნაწილი კვლავ დისტანციურად, ნაწილი კი ჰიბრიდული მოდელით სწავლებაზეა გადასული. აღნიშნულის მიზეზი ერთის მხრივ მშობლების შიში და სურვილია, მეორეს მხრივ სკოლებში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევები.

13 მაისიდან დღემდე რუსთავის სკოლებში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.  ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა განაცხადა კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირებულია რუსთავის N2, N4, N5, N6, N11,N16, N25, N26 და N28 სკოლებში, სკოლა „რუსთველსა“ და „ჩირაღდანში“. აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლება ჰიბრიდული მოდელით მიმდინარეობს, დისტანციურ სწავლებაზე ცალკეული კლასები არიან გადასულნი.

გავრცელებული ინფორმაციით, ფოთში, 11 საჯარო სკოლიდან 7-ში დისტანციური სწავლება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა ქორქიას ინფორმაციით, სამ სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ხოლო 4 სკოლაში მშობლების 60%-ზე მეტმა, დირექციას ონლაინ სწავლების მოთხოვნით მიმართა. 31 მაისის შემდეგ, რა სურათიც იქნება იმის მიხედვით გაგრძელდება სასწავლო პროცესი.

შეგახსენებთ, რომ 2020-2021 სასწავლო წელის დასრულებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა. დღეს სწავლა დაასრულეს მე-12 კლასის მოსწავლეებმა. 27 მაისს სკოლას პირველი კლასის მოსწავლეები დაამთავრებენ, ხოლო დანარჩენი მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203