ვალის N1 საჯარო სკოლის ცხოვრებაში 13 დეკემბერი ერთი-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული დღეა
15-12-2017
ვალის N1 საჯარო სკოლის ცხოვრებაში 13 დეკემბერი ერთი-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული დღეა. ამ დღეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული სკოლა საზეიმოდ გაიხსნა და 300 ზე მეტი მოსწავლე თანამედროვე გარემოში განაგრძობს განათლების მიღებას.

რეაბილიტირებული სკოლას დაათვალიერეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, მისმა მოადგილე ლია გიგაურმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა ხმალაძემ. ისინი მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენასაც გაეცნენ. სტუმრებმა სკოლას სამახსოვროდ წიგნები გადასცეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203