ხოჯორნის საჯარო სკოლაში კონკურსის, „გაიცანი საქართველოს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
15-12-2017
ხოჯორნის საჯარო სკოლაში კონსულტანტ-მასწავლებლის, ლალი მარგიანის ორგანიზატორობით გაიმართა კონკურსი „გაიცანი საქართველო“, რომლის მიზანი სკოლის არაქართველი მოსწავლეების საქართველოთი დაინტერესება იყო. მოსწავლეებს საქართველოს შესახებ პრეზენტაციები უნდა  წარმოედგინათ მათთვის ხელსაყრელ ფორმატში (სლაიდშოუ, ნახატები და ა.შ). კონკურსს უნდა გამოევლინა მოსწავლეთა კრეატიული და ჯგუფური მუშაობის უნარები.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ სკოლის დირექტორი რიმა გარიბიანი, დაწყებითი კლასის მასწავლებელი არმინე ხაჩატურიანი, ოფრეთის სკოლის დირექტორი არკადი მანუჩარიანი და ამავე სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი თინათინ ბაწაშვილი, გამარჯვებული კლასები გამოავლინა.

პირველი ადგილი ორმა კლასმა გაინაწილა - სომხური და აზერბაიჯანული სექტორების  IX კლასებმა, მეორე ადგილზე VIII კლასები გავიდნენ, ხოლო მესამე ადგილზე - სომხური სექტორის VII კლასი. გამარჯვებულებს და ყველა მონაწილეს კონკურსის ორგანიზატორის მიერ შექმნილი სიგელები გადაეცათ.

როგორც ლალი მარგიანმა აღნიშნა, კონკურსში როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები (მანუკ მანუკიანი, ნარინე ასატრიანი, ანაიტ ვერმიშიანი, ლუსინე ასატრიანი, ანარ შარიფოვი) ინტერესითა და მაღალი აქტივობით ჩაერთნენ.

დირექტორმა რიმა გარიბიანმა მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორს, მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს.​

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203