„სოციალური მუშაკების ჩართულობას სკოლის ცხოვრებაში დადებითად ვაფასებთ“ - ლიანა ერგემლიძე, კისისხევის საჯარო სკოლის დირექტორი
რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე, ასევე ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის დირექტორის - ლიანა ერგემლიძის მოსაზრებებს გთავაზობთ:- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება ?- მოგახსენებთ, რომ ჩვენს სკოლაში სწავლობს ძალიან ბევრი ბავშვი, რომლებიც არიან პროგრამა „შვილობილობაში“ და ცხოვრობენ „მიმღებ“ ოჯახებში. ამდენად, ხშირი ურთიერთობა გვაქვს სოციალურ მუშაკებთან და მათ ჩართულობას სკოლის ცხოვრებაში დადებითად ვაფასებთ.
- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები ?- აუცილებელია ყველა სკოლაში იყოს ექიმის კაბინეტი და ექიმი. ჩვენი სკოლა მზად არის სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისათვის.
- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში ?
- ჩემი აზრით, უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის შესაძლებლობები და ჩავატაროთ ყველა კანონის შესაბამისი ღონისძიებები. თუ მოსწავლეს არ უნდა სკოლაში სწავლა და სიარული, მაშინ უნდა შეუჩერდეს სტატუსი.
- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?- ჩემი აზრით, უფრო მეტი მუშაობა არის საჭირო, რომ მოსწავლემ შეიგნოს ცოდნისა და მომავალი პროფესიის არჩევისათვის საჭირო და აუცილებელია ჩაერთნენ ონლაინ სწავლებაში. ასევე გასათვალისწინებელია ეკონომიური მდგომარეობა. ბევრ ბავშვს უნდა ჩაერთოს, მაგრამ არ აქვთ ინტერნეტი და პირობები ონლაინ ჩართვისთვის.
- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ჯდირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში ?- მივესალმები მასწავლებელთა სახლის მიერ დირექტორების, მასწავლებლების და ექსპერტის აზრის გათვალისწინებას.