„ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი“ - ორბელის საჯარო სკოლის ორიგინალური ღონისძიება
15-12-2017
ორბელის საჯარო სკოლაში ორიგინალური და პოზიტიური ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი“. 

მე-5-მე-12 კლასების მოსწავლეები იუმორისტული, ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ნომრებითა და ლექსით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე.

ღონისძიების მსვლელობისას როგორც დამსწრეებს, ასევე მონაწილეებს, ბედნიერების ღიმილი არ მოსცილებიათ სახიდან. 

„ღონისძიებამ ძალიან კარგად ჩაიარა. ერთმანეთს ღიმილი, ბედნიერება და პოზიტიური ენერგია ვაჩუქეთ. დარწმუნებულები ვართ, ეს დღე ყველას დიდხანს დაგვამახსოვრდება,“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203