ქსნის საჯარო სკოლაში განხორციელებული პროექტი რამდენიმე სხვადასხვა საინტერესო აქტივობას მოიცავდა
15-12-2017
ქსნის საჯარო სკოლაში პროექტი - „10 დეკემბრის ღონისძიება“ განხორციელდა. 

პროექტის ფარგლებში რამდენიმე აქტივობა ჩატარდა. 

მოეწყო სლოგანების კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული. გამარჯვებული სლოგანები სკოლის მიერ შექმნილ ბუკლეტებში გამოქვეყნდება, ხოლო მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ასევე V-VI კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთვნენ აქტივობაში  - ასფალტზე ხატვა. მოსწავლეებმა ნახატების მეშვეობით გადმოსცეს ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის შესახებ. 

„10 დეკემბრის ღონისძიების“ ფარგლებში ჩატარდა მხიარული ვიქტორინა - „რა ვიცით ადამიანის უფლებების შესახებ“. ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღეს VIII, IX, X კლასის მოსწავლეებმა.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ვიქტორინა არ იყო ორიენტირებული კონკურენციაზე, რადგანაც მისი მიზანი იყო მოსწავლეებს ესწავლათ და კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ, გაეაზრებინათ ადამიანის უფლებების მნიშვნელობა, რადგანაც მნიშვნელოვანია მოზარდებს აუმაღლდეთ ცნობიერება კანონიერების, სამართლიანობის, ერთმანეთის პატივისცემისა და ტოლერანტობის კუთხით, აღმოფხვრან ძალადობა და დისკრიმინაცია, ჩამოყალიბდნენ აქტიურ და კანონიერების მატარებელ მოქალაქებად.

ვიქტორინის ბოლოს, მოსწავლეებს სერტიფიკატები და პროექტის გრანტით მიღებული შოკოლადები გადაეცათ. როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეები დადებით ემოციას გამოხატავდნენ. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ასევე ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის შესახებ პლაკატები შექმნეს და სკოლის დერეფანში გამოფინეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203