„უნივერსიტეტში ჩარიცხვისას გათვალისწინებული უნდა იყოს სკოლის საშუალო ნიშანი“- ჯულიეტა ზაქაიძე, ორგორის საჯარო სკოლის დირექტორი
რას ურჩევდა აბიტურიენტებს, რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლის დირექტორის, ჯულიეტა ზაქაიძის მოსაზრებებს გთავაზობთ: - როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა ? - ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს გათვალისწინებული სკოლის საშუალო ნიშანი, განსხვავებით მასწავლებლის რეკომენდაციისაგან.
- რას ურჩევდით აბიტურიენტებს ? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად ? - აბიტურიენტმა მომავალი პროფესიის არჩევისას, ყურადღება უნდა მიაქციოს იმას,თუ რამდენად გამოიყენებს არჩეულ პროფესიას სამომავლოდ.
- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ? - საექსპერტო კომისიამ უნდა გაითვალისწინოს კომპეტენტური პირების აზრი.
- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში? - აუცილებელია სავალდებულო დანერგვა, მასწავლებლებიც თანდათანობით ეჩვევიან ელექტრონულ ჟურნალში მუშაობას.
- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ? - ეს დროებითია და მომავალში გვექნება უკეთესი პირობები.