ჯუგაანის საჯარო სკოლის მე-2 კლასში გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილი, "ოქროსფერი შემოდგომა", ჩატარდა.
გაკვეთილი სანდრო შანშიაშვილის სახლ-მუზეუმში ჩატარდა მასწავლებლების, ნათია ნარინდოშვილისა და მანანა ალადაშვილის, ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მწერლის სახლ-მუზეუმი, ეზოში მოაწყვეს ,,შემოდგომის ცოცხალი კუთხე“, ისაუბრეს წელიწადის დროებზე, დაახასიათეს შემოდგომა, იმსჯელეს თუ რა თავისებურებებით გამოირჩევა ეს დრო.
მათ, აგრეთვე, წარმოთქვეს შემოდგომაზე შექმნილი ლექსები, სიმღერები, იცეკვეს, იმხიარულეს.
მოსწავლეებმა გააკეთეს თათარა და ამოავლეს ჩურცხელები. მათ ეს ლამაზი დღე სკოლის დირექტორმა, მარიამ ბოლაშვილმა, მიულოცა.