ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების სკოლა რაიონის სკოლებს სიკეთის კეთებაში იწვევს
15-12-2017
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის დირექტორის, ლია ბოლქვაძის მხარდაჭერით, მოსწავლეთა მცირე ჯგუფი ამავე სკოლის კურსდამთავრებულს, შშმ პირს, ჯამბულ შანთაძეს ესტუმრა. საქველმოქმედო აქცია მოსწავლეთა თვითმართველობის ხელმძღვანლის, მარეხი კოჩალიძისა და XI კლასის მოსწავლის, ოთარ ხოზრევანიძის ორგანიზებით გაიმართა.

ვაჟებმა მათი სკოლის კურსადამთავრებულს შეშა დაუჩეხეს და საჭირო ადგილას დაუწყვეს. გოგონებმა კი ჯამბულის სახლი დაალაგეს და სადილი მოამზადეს. დღის დასასრულს სადილი ყველამ ერთად მიირთვა.

ჯამბულმა თითოეულ მოსწავლეს დახმარებისა და ღიმილიანი დღისთვის მადლობა გადაუხადა.

მოსწავლეთა მიერ ორგანიზებული აქციით მადლიერები დარჩნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც. მათ სიკეთის კეთებაში რაიონის სხვა სკოლებიც გამოიწვიეს:

„როცა სიკეთეს აკეთებ, მასზე აღარ უნდა ისაუბრო. მაგრამ თუ ამ სიკეთეს ბავშვები აკეთებენ, მადლობა ხმამაღლა უნდა გადაუხადო, იცოდნენ რამდენად მნიშვნელოვანია კეთილი საქმის კეთება. სკოლის ადმინისტრაციის სახელით მადლობას ვუხდით მოსწავლეებს - მარეხ, მუხრან, გიული და გიგა კოჩალიძეებს, ზურაბ და გიორგი ბოლქვაძეებს, ოთარ ხოზრევანიძეს, ანა და ლინდა ცეცხლაძეებს. სიკეთე გადამდებია! ჩვენ ვიწვევთ რაიონის სკოლებს სიკეთის კეთებაში. მოდით, ყველამ ერთად ჩავჭიდოთ ხელი და ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი,“ - აღნიშნეს განახლების სკოლის წარმომადგენლებმა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203