საქართველოში სამოქალაქო განათლების კუთხით ახალი პროგრამა დაიწყება, ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს საბაზისო განათლებაში იმ 7 მლნ-ის მიღმა, რომელსაც ვახორციელებთ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს დაიწყო. ახალი პროგრამა დაიწყება სამოქალაქო განათლების კუთხით, რაც სამომავლოდ შექმნის იმ რესურსს, რომ კადრები მზად იყოს ამ სფეროში“, - აღნიშნა საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩმა.
საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება დღეს
გაფორმდა, რომლის თანახმად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.