რა ღირს უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება - კანონში ცვლილება შევიდა
22-05-2021

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის - მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით დოკუმენტში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, პროფესიული და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარებისთვის თანხა განისაზღვრა. 

ცვლილების თანახმად:

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ან მისი დუბლიკატის გაცემის საფასურია 10 სამუშაო დღის განმავლობაში სტანდარტული წარმოებისათვის – 50 (ორმოცდაათი) ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი, 1 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 100 (ასი) ლარი.“.

„ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მისი დუბლიკატის გაცემის საფასურია – 10 სამუშაო დღის განმავლობაში სტანდარტული წარმოებისათვის – 50 (ორმოცდაათი) ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი, 1 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 100 (ასი) ლარი.“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203