„სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება პრობლემებს მოაგვარებს“ - ჯულიეტა ზაქაიძე, ორგორის საჯარო სკოლის დირექტორი
რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლის დირექტორის, ჯულიეტა ზაქაიძის მოსაზრებებს გთავაზობთ:- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?
- სოციალური მუშაკის ინტეგრირება მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.
- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?
- სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს სამედიცინო კაბინეტი. ამ ეტაპზე სკოლაში არ გვაქვს სამედიცინო კაბინეტი, მაგრამ მომავლისთვის გვექნება.
- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?
- ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში მოსწავლეს უნდა შეუჩერდეს სტატუსი, რადგან ეს მნიშვნელოვნად აზარალებს მოსწავლის განვითარებას, სხვა მოსწავლეებს გაეზრდებათ პასუხისმგებლობის გრძნობას.
- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?
- თუ შესაძლებელი იქნებოდა 5 დღიანი სასწავლო კვირის მაგივრად ჩატარებულიყო 6 დღიანი სასწავლო კვირა.
- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში ?
- წინა სქემაში ვფიქრობ, ხარვეზი იყო კრედიტქულების დაგროვება.