სკოლას ახალი ვალდებულება დაეკისრა - რას ეხება მორიგი ცვლილება ესგ-ში?
24-05-2021

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა, კონკრეტულად კი მოსწავლეების შეფასების ნაწილში. დოკუმენტში, რომელსაც ხელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აწერს, გაწერილია, რომ მოსწავლეებმა, რომელთა გაცდენებიც აღრიცხულია გაკვეთილზე დასწრების ჟურნალში და ეს მაჩვენებელი საგანში 30%-ზე მეტს შეადგენს, უნდა ჩააბარონ შემაჯამებელი კომპლექსური დავალება:

„2020-2021 სასწავლო წელს საბაზო-საშუალო საფეხურის ის მოსწავლეები, რომელთაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირობებით განსაზღვრული საათების რაოდენობა, შეფასდებიან შემაჯამებელი-კომპლექსური დავალების საფუძველზე. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი-კომპლექსური დავალება და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ“.

რაც შეხება შეფასებას, სწორედ მიღებული შედეგი იქნება წლიური ქულა: „შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური ქულა“.

რაც შეეხება სსსმ მოსწავლეებს, ახალი დოკუმენტის თანახმად, „„2020-2021 სასწავლო წელს სსსმ მოსწავლის მიმართ მოქმედებს 56​7 მუხლით განსაზღვრული პირობები. სსსმ მოსწავლეებისათვის შემაჯამებელი-კომპლექსური დავალება უნდა შედგეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გათვალისწინებით“.

სრული დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203