ზაფხულში პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდას ჩააბარებენ, თუმცა ჯერჯერობით ზოგადი უნარების მინიმალური ზღვარი უცნობია. შეფასებისა და გამოცდების ცენტრში აცხადებენ, რომ ისინი მასწავლებლის სახლმა უნდა შეაფასოს. ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელს, ბერიკა შუკაკიძეს, რომელმაც განმარტა, რომ „არსებობს 1, 4, 7, 10 კრედიტი და ესაა ზღვარი, ისევე, როგორც იყო ადრე... უნარების გამოცდა ეხება მხოლოდ პრაქტიკოს პედაგოგებს“.
თუმცა რის მიხედვით მიიღებენ პედაგოგები კრედიტებს, არ დაუკონკრეტებია, ჩვენ კი შეგვიძლია მისივე სიტყვებიდან - „ისევე, როგორც იყო ადრე“ - გამომდინარე ვთქვათ, როგორ იყო „ადრე“ - 1 კრედიტის მოპოვება შეგეძლოთ ქულათა 31- 41%-ით; 4 კრედიტისა - 41-51%-ით; 7 კრედიტის - 51-61% და 10 კრედიტის - 61% და მეტით, და ვივარაუდოთ, რომ წელს, ზოგადი უნარების შეფასებისას იგივე სქემით იხელმძღვანელებენ.