ქობულეთის N2 საჯარო სკოლის კლასსაათის ფარგლებში მოსწავლეებმა მოზარდებში დანაშაულსა და მისი პრევენციის გზებზე ისაუბრეს
18-12-2017

ქობულეთის N2 საჯარო სკოლის VIII კლასში კლასსაათი „მოდი ვისაუბროთ“ ჩატარდა.

კლასსაათს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ინეზა ინასარიძე.  

კლასსაათის თემა იყო დანაშაული მოზარდებში და მის პრევენცია. კლასსაათს სტუმრობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის პროფესორი ომარ ფარტენაძე,  სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები, ქობულეთის საკრებულოს თავჯდომარე დავით მჭედლიშვილი, საკრებულოს განათლების, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი, რესურსცენტრის უფროსი მადონა გოგიტიძე, ჟურნალისტი ლოლა ტომასიანი და მშობლები. 

კლასსაათის მთავარი გზავნილი იყო: გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, არა ძალადობას, ყველა დანაშაული გაიხსნება, დამნაშავე დაისჯება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203