კერძო სკოლა „საუნჯეს“ მოსწავლეებმა სამედიცინო დაწესებულებები და ლაბორატორიები მოინახულეს
18-12-2017

კერძო სკოლა „საუნჯეს" მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლების ეგიდით პროექტი განხორციელდა. 

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა მოინახულეს სამედიცინო დაწესებულებები, ლაბორატორიები, მიიღეს ინფორმაცია სადაზღვევო სისტემაზე, სხვადასხვა პროფილით არსებულ სამედიცინო მომსახურებაზე. მათ ასევე ჩაუტარდათ უფასო გამოკვლევები.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სამოქალაქო განათლების როლი მხოლოდ სასკოლო სივრცეში მოსწავლის განვითარებაში არ მდგომარეობს:

„მისასალმებელია მოსწავლეების ჩართვა პრაქტიკულ ღონისძიებებში, რასაც ჩვენი სკოლის ფარგლებში ეტაპობრივად ვახორციელებთ.“

პროექტს მასწავლებელი ვაჟა კანდელაკი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203