შეფასებისა და მონიტორინგის ჯგუფმა ბანოჯის საჯარო სკოლის გაკვეთილი პოზიტიურად შეაფასა
18-12-2017

ბანოჯის საჯარო სკოლაში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის კურსს - „თექის მხატვრული დამუშავების საწყისები“ შეფასებისა და მონიტორინგის ჯგუფი დააკვირდა

გაკვეთილს უძღვებოდა უნივერსიტეტის ლექტორი და პროფესიული მასწავლებელი რუსუდან ბოჭორიშვილი, სკოლის ხელოვნების მასწავლებელი სალომე რუხაძე და კოორდინატორი ნინო კახნიაშვილი.

მონიტორინგის ჯგუფმა საგაკვეთილო პროცესი შემდეგნაირად შეაფასა: „გაკვეთილი საინტერესო და ინტერაქტიული იყო, რადგან მთელი საგაკვეთილო დროის განმავლობაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პრაქტიკული სამუშაოს შესრულების პროცესში. შეფასებისა და მონიტორინგის ჯგუფი ძალიან მაღალ დონეზე აფასებს მასწავლებლებზე რეაგირებას მოსწავლეთა თხოვნასა და კითხვებზე, რაც ამომწურავი და ინფორმაციული იყო“.

შეფასებისა და მონიტორინგის ჯგუფმა გაკვეთილი პოზიტიურად შეაფასა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორს თამარ მოსეშვილს პროექტში თანამშრომლობისა და ჩართულობისათვის, რომელმაც სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივაცია გაზარდა. მოსწავლეთა გარკვეული კატეგორია მომავალში აღნიშნულ სფეროს შეისწავლიან.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203