ბანკეტებზე, ქორწილებსა და ქელეხებზე შეზღუდვა ძალაში რჩება - გადაიწევს თუ არა კომენდანტის საათი?
25-05-2021

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდა, მათ შორის, რესტორნებს შაბათ-კვირას სტუმრების მიღება შეეძლებათ დახურულ სივრცეშიც. თუმცა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება შეზღუდვა თავშეყრის შესახებ და ის შეეხება ქორწილებს, ქელეხებს, ბანკეტებს.

რაც შეეხება კომენდანტის საათის მოხსნას, როგორც საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე აღინიშნა, ჯერჯერობით ეს საკითხი არ განიხილება და „როგორც კი ეპიდვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, საბჭო იმსჯელებს, თუმცა ვითარების გაუარესების შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ გარკვეული შეზღუდვების გამკაცრებას“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203