გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლსაც ხელი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მოაწერეს. მემორანდუმი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების გაძლიერების მიმართულებით სკოლებში მხარეებს შორის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გზით ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.
„მემორანდუმით განსაზღვრული ვალდებულებების თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების შესახებ ტრენინგმოდულების შემუშავებისა და ტრენინგების ჩატარების, მასწავლებელთა გადამზადებისა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით, იმისათვის, რომ სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მიერ სწორად იქნეს გადმოცემული გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“. სახელმძღვანელო დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვისაა შედგენილი და მოიცავს ორივე სფეროს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებით კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.