სენაკის N1 საჯარო სკოლის გუნდმა ვიქტორინაში „რა ვიცით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ გაიმარჯვა
19-12-2017
სენაკის პირველ საჯარო სკოლაში ვიქტორინა გაიმართა სახელწოდებით „რა ვიცით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.“ 

კონკურსში სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელები მონაწილეობდნენ. ვიქტორინაში ერთმანეთს სენაკის პირველი, მეორე, მეშვიდე, სოფელ ნოსირისა და სოფელ ძველი სენაკის საჯარო სკოლებისა და კერძო სკოლა „მარიოტას“  უფროსკლასელები შეეჯიბრნენ.

კონკურსში გამარჯვება სენაკის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა „ახალმათაობამ“ მოიპოვა.  მეორე ადგილზე კი სენაკის მე-7 საჯარო სკოლის გუნდი „ოლიმპო“ გავიდა. პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრებს სიმბოლური საჩუქრები და წიგნები გადაეცათ.

ღონისძიება სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“, სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებითა და სენაკის პირველ საჯარო სკოლასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

კონკურსს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია დაესწრნენ. მუნიციპალიტეტის მერმა მოსწავლეებთან საუბრისას ხაზი გაუსვა მომავალი თაობის უახლესი ცნობებით კვალიფიციურად ინფორმირების მნიშვნელობას ალიანსისა და ევროკავშირს შესახებ. მისი თქმით, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა ინფორმირების გაზრდას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203