ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებმა დამთვალიერებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
19-12-2017
ახალციხის N5 საჯარო სკოლამ საგრანტო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო „თავისუფალ გაკვეთილებში.“ ხელოვნების მასწავლებელმა მეგი გურგენიძემ წარადგინა პროექტი „ფერია.“

სკოლის სააქტო დარბაზში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, რომელსაც სკოლის დირექციასთან, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ხათუნა ხმალაძე ესწრებოდა. ნამუშევრების ავტორმა მოსწავლეებმა გამოფენის სტუმრებს დიდი სიამაყითა და ხალისით წარუდგინეს საკუთარი შემოქმედება, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებელზე.

„ხელოვნება თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ძალიან ხშირად შემოქმედებითი ნამუშევარი ამ გამოხატვის მანიფესტაციაა, თუმცა უფრო ხშირად თავად შექმნის პროცესია თვითგამოხატვისა და თვითრეალიზების საშუალება. ქვილინგს (ქაღალდის დახვევის ხელოვნება) აქვს შეგრძნება რაღაც „რეალურთან“, თითქოს ის არის ერთგვარი ნაზავი ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას შორის“, - აღნიშნავს ხელოვნების მასწავლებელი მეგი გურგენიძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203