სექტემბერში პირველკლასელი 182 საჯარო სკოლას არ ეყოლება, I კლასში მხოლოდ ერთ მოსწავლეს 130 სკოლა მიიღებს - ჩამონათვალი
27-05-2021

2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 5 ივნისს დასრულდება, მანამდე კი გეტყვით, რომ ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 44 513 მოსწავლეზე მეტია დარეგისტრირებული.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ etaloni.ge-ს ყველაზე მოთხოვნად სკოლებთან ერთად, იმ სკოლების შესახებაც მოაწოდა მონაცემები, სადაც ყველაზე ცოტა მოსწავლე დარეგისტრირდა ან საერთოდ არ მიუღიათ პირველკლასელი.

2020-2021 სასწავლო წელს 182 საჯარო სკოლა პირველკლასელი მოსწავლის გარეშე დაიწყებს, ხოლო 130-ში თითო პირველკლასელი იქნება.

იხილეთ სკოლების ჩამონათვალი

ცნობისთვის, პირველ კლასში მოსწავლის დარეგისტრირების შემდგომ მშობლებს/მეურვეებს სკოლაში საბუთების წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ.

მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით:

მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.

ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.

იხილეთ ასევე: TOP 10 - ყველაზე მოთხოვნადი სკოლების ათეული ცნობილია
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203