ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტერენტი გრანელის მისტიკურ სამყაროში იმოგზაურეს
07-12-2017
„7 დეკემბერი - ერთი ჩვეულებრივი, დაუნდობელი ზამთრისაგან გათოშილი, თითქოს სხვა დღეებისაგან არაფრით გამორჩეული და მოქუფრული დღე, მაგრამ გამორჩეული ასპინძის საჯარო სკოლის იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც მხატვრული კლუბის (ხელმძღვანელი პედაგოგი ნ. მურადაშვილი) წევრები არიან...

მათ ტერენტი გრანელი, ეს სევდისა და გლოვის მეფე-პოეტი უნდა გაიხსენონ, მისი დაბადებიდან 120 წლისთავის აღსანიშნავი საიუბილეო პოეზიის საღამო უნდა გამართონ. ღელვა და შინაგანი ფორიაქი მატულობს. ოთახში გაისმა პოეტის  „Memento Mori...“ მელოდიების ფონზე ლექსებს მინიატურები, მინიატურებს კი ტერენტის წერილები ცვლის.

ირგვლივ მეფობს სიმშვიდე, მსმენელიცა და მონაწილეები გადადიან ტერენტი გრანელის მისტიკურ სამყაროში, რომელსაც „არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ სხვა“ სურდა...“

ავტორი ასპინძის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალიკო ალელიშვილი

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203