განათლების მინისტრი და მისი მოადგილეები ჯერ არ აიცრებიან
27-05-2021

იმისთვის, რომ კორონავირუსის ვაქცინაციამ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს და საზოგადოებაში აცრის მიმართ მეტი ნდობა გაჩნდეს, ხელისუფლების წარმომადგენლებიც საჩვენებლად იცრებიან. თუმცა პედაგოგიურ საზოგადოებაში მაინც გაურკვევლობაა, რადგან მოლოდინი - მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მისი მოადგილეებიც აიცრებიან - დროში სულ უფრო იწელება.

აქამდე, ასტრაზენეკას ვაქცინა ბატონ მიხეილს ასაკობრივად არ ეკუთვნოდა და ამიტომ შეუკავებია თავი - ყოველ შემთვევაში, ასე გვიპასუხეს სამინისტროში, მაგრამ ახლა, როდესაც პრეპარატის ასაკობრივი ზღვარი 45 წლამდე შემცირებულია, დანარჩენ ვაქცინებს კი ასაკობრივი ბარიერი არ გააჩნია, კიდევ ერთხელ დავსვით კითხვა განათლების სამინისტროში - როდის აპირებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მოადგილეებთან - ეკატერინე დგებუაძესთან, ნუნუ მიცკევიჩსა და თამარ ქიტიაშვილთან ერთად აცრას? - რაზეც გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება!

ასე რომ, პედაგოგები ჯერჯერობით ტყუილად ელოდებიან, რომ სამინისტროს ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები მაგალითს მისცემენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203