განათლებაზე მოსახლეობა შემოსავლის მხოლოდ 2%-ს ხარჯავს
26-05-2021

საქართველოში ყველაზე ცოტას განათლებაზე ხარჯავენ - აღნიშნულის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოქვეყნებულ კვლევაში წერს.

2020 წელის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების პროცენტული განაწილების მიხედვით მოსახლეობა განათლებაზე მხოლოდ 2%-ს ხარჯავს, ყველაზე მეტს, 42,1%-ს კი სურსათზე, სასმელსა და თამბაქოს ნაწარმზე.

სამომხმარებლო ხარჯები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: გაზზე და სხვა სათბობზე - 13.7%; ჯანმრთელობის დაცვაზე - 12%; ტრანსპორტზე - 9.8%; ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - 3.7%; საოჯახო მოხმარების საქონელზე - 3.5%, ხოლო სხვა სამომხმარებლო ხარჯები - 13,2%.

ჯეოსტატმა 2020 წელის ცხოვრების დონის მაჩვენებლები (შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობამ 1 194.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, 7.6 პროცენტით ნაკლებია საშუალო თვიური ხარჯი.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203