პირველკლასელები პირველ სასწავლო წელს ასრულებენ - პედაგოგები სკოლაში მაინც უნდა გამოცხადდნენ
დღეს პირველკლასელები სასწავლო წელს ასრულებენ. მათი საზაფხულო არდადეგები ხვალიდან იწყება. სექტემბერში კი მეორე კლასის კარს შეაღებენ. იმედია, საკლასო ოთახებში და არა ვირტუალურად, ზუმში. პირველი კლასის მოსწავლეებისგან განსხვავებით, პედაგოგები სკოლაში მაინც უნდა გამოცხადდნენ.
სასწავლო წლის დასრულების თარიღები განათლების მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული. ყველაზე ადრე სკოლას მე-12 კლასელები ემშვიდობებიან, მათთვის ბოლო ზარი 20 მაისს დაირეკა. პირველი კლასის მოსწავლეების შემდეგ, ყველაზე ბოლოს სკოლას მეორედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ასრულებენ. მათთვის სწავლა 15 ივნისს დასრულდება.
იხილეთ კალენდარი: 2020-2021 სასწავლო წლის კალენდარი - არდადეგების განრიგი და უქმე დღეების ჩამონათვალი