„გაამოს!“; „საქართველოს SUPER ოჯახები“ და „ეტალონი დირექტორები“ - „ეტალონი“ თანამოაზრეების შეკრებას აგრძელებს
„ეტალონის“ გუნდი უპრეცედენტო LIVE პროექტებს წარმატებით აგრძელებს. კვირას, 30 მაისს, პირდაპირ ეთერში გავა სამი გადაცემა. 13:00 საათზე „გაამოს!“ - სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლებაზე, 15:00 საათზე ინტელექტუალური კონკურსი „საქართველოს SUPER ოჯახები“ და 17:00 საათზე „ეტალონი დირექტორები“. გადაცემებს ინტერაქტიულ-შემეცნებითი ხასიათი აქვს. „ეტალონის“ გუნდი LIVE გადაცემებს თავისი პროექტის უცვლელ თანამოაზრეებთან ერთად ახორციელებს და პროექტებში ახალ მეგობრებსაც რთავს - მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განათლება და ვისაც მოსწავლე-ახალგაზრდების ბედი აღელვებს. LIVE-ს უცვლელი წამყვანი და პროექტების ავტორი - გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.
გადაცემები LIVE რეჟიმში შეგიძლიათ იხილოთ „ეტალონის“
ფეისბუქ-გვერდზე და ასევე ჩვენს ვებ-გვერდზე
ETALONI.GE.
ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, პირდაპირ ეთერში გადის სამი გადაცემა:
„საქართველოს SUPER ოჯახები გახლავთ უპრეცედენტო დისტანციური ONLINE საოჯახო გადაცემა-თამაში სახლიდან გაუსვლელად, ყველასთვის თანაბარ პირობებში; დიდი ოჯახური სამზადისი, მხიარულება, ემოციები და მეყსეული ONLINE შეფასებები; გუნდურობის უპირატესობა, განსხვავებული ასაკისა და თაობის ადამიანთა თანამოაზრეობისა და ინტელექტის შედეგები და „საქართველოს ეტალონი სუპერ ოჯახის ტიტულის“ მფლობელების გამოვლენა-წახალისება! SUPER ოჯახების ინტელექტუალურ შერკინებას შეგიძლიათ 30 მაისს 13:00 სთ-ზე მიადევნოთ თვალი.
„გაამოს!“ - სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლებაზე არის ONLINE ინტელექტუალური გადაცემა - საინტერესო სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლების პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე, ქვეყნის მომავალზე მოფიქრალი ადამიანებისთვის, მზრუნველი ოჯახებისთვის და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის. 30 მაისს ამ გადაცემას 15:00 სთ-ზე იხილავთ.
„ეტალონი დირექტორები“ - თანამოაზრე სკოლის დირექტორები ონლაინ იკრიბებიან და სახალისო თამაშში ერთვებიან. ამ გადაცემას 30 მაისს 17:00 სთ-ზე იხილავთ.