მასწავლებლებისა და მშობლების დამატებითი ვალდებულება - სამინისტრომ სკოლის დირექტორებს კითხვარის შევსება დაავალა
27-05-2021

2020-2021 სასწავლო წელი იწურება და ალბათ დადგა დრო, გარკვეული შეჯამება გაკეთდეს - როგორ ჩაიარა საგაკვეთილო პროცესმა და რა შედეგებზე გავიდნენ. სწორედ ამიტომ, განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლების დირექტორებს გადაუგზავნა კითხვარები, რომლებიც პედაგოგებმაც და მოსწავლეთა მშობლებმაც უნდა შეავსონ.

„დისტანციური სწავლების გამოცდილების კვლევა“, სათაურიდან გამომდინარე, ერთ მიზანს ემსახურება - გაირკვეს ონლაინ-გაკვეთილებისა და ამ დროს მიღებული ცოდნის ხარისხი. კონფიდენციალობა დაცულია და შესაბამისად, ვერავინ გაიგებს, კონკრეტულმა მშობელმა თუ მასწავლებელმა, როგორ შეაფასა დისტანციური სწავლების ხარისხი. რაც შეეხება კითხვებს, ისინი შეეხება მოსწავლეთა პროგრესს დისტანციური სწავლების პერიოდში და ასევე იმას, თუ რამდენად იყვნენ ბავშვები ჩართულები ონლაინ საგაკვეთილო პროცესში.

კითხვარები მასწავლებლებისა და მშობლებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203