ვანის N2 საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეებმა საახალწლო განწყობა შექმნეს
20-12-2017
ვანის N2 საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეებმა საახალწლო განწყობა შექმნეს. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა ორიგინალური ნაძვის ხეები დაამზადეს:

„ნუ მოვჭრით ნაძვს" - ასეთი სახელწოდებით განახორციელეს სასკოლო პროექტი მეოთხე კლასის მოსწავლეებმა. პროექტის მიზანია „ვასწავლოთ ისე, რომ ვაფიქროთ მომავალზე". პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა შექმნეს ხელოვნური ნაძვის ხეები. პლასტამსის კოვზებით, ღილებით, მაკარონებით, ქოლგებითა და შოკოლადებით დამზადებული ნაძვის ხეები ორიგინალურობითა და სილამაზით გამოირჩეოდა.“

ვანის N2 საჯარო სკოლა დიდი მადლობას უხდის მშობლებს, მოსწავლეებსა და მოწვეულ სტუმრებს და ნათია მასწავლებელს ორიგინალური იდეებისთვის და მდგარდი განვითარების სწავლებისთვის. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203