ტაბახმელის საჯარო სკოლის სპორტისა და ხელოვნების მასწავლებელმა ილია ჭავჭავაძეს ლექსი მიუძღვნა
20-12-2017
ტაბახმელის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვილი ღონისძიება ჩატარდა. 

როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა დამსწრეთ გააცნეს მწერლის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი დეტალები, წაიკითხეს ლექსები და ქართული ენისა და ლიტერატურის შესახებ ილია ჭავჭავაძის ბრძნული გამონათქვამები.  
     
ღონისძიების დასასრულს, სპორტისა და ხელოვნების მასწავლებელმა გივი გობაძემ თავისი დაწერილი ლექსი „დიდ ილიას“ წაიკითა.    
    
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ემინე აბულაძე ხელმძღვანელობდა.

     

      დიდ ილიას

თერგდალეულთა ფერხულში იყავ,             

არ გაშინებდათ ტრამალში ყინვა

და არ გაგტეხათ ჟამთა სიავემ,

წინ მიიწევდით სწავლისთვის წინა.

გინდოდა გულით, რომ ქვეყნისათვის,

კეთილი საქმე გეკეთებინა,

დავითის ლამპრის მეესთაფეტე

ცდილობდი ცოდნის დაგედო ბინა.

დადგა დრო ქვეყნის შენებისათვის

და ინტელიგენტი დაბრუნდი შინა.

ხშირად შენს საქმეს სდევდა ხიფათი,

გვერდსა უვლიდი არ დაგაშინა.

და ეს ხიფათი, ყოველ ნაბიჯზე,

თან დაგყვებოდა, გხვდებოდა წინა

და წიწამურში მიმავალ გზაზე

შენსა გულს აპობს პატარა რკინა.

დასანანია, ბინძური საქმის,

ვინ იყო მძრახვი, ვინ იყო, ვინა?

ნუთუ შენია, შენიანია,

რუსულ კუბოში რომ ჩაგაწვინა.

არ დაგაცალეს ქვეყნისთვის ზრუნვა,

რომ გამთბარიყო დასავლეთის მზით.

შენ ფეხს უწყობდი აწმყოს დინებას

თუ საით გევლო, ან რომელი გზით.

დღესაც დიდია ქართველი კაცის

ქვეყნის შენების გულისტკივილი.

რუსული კურსისი თერგდალეულთა

არის კამათი, არის ჩივილი.      


იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203