სკოლებში დაფიქსირებული დარღვევების აღრიცხვა სპეციალური ფორმის საშუალებით მოხდება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, რომელიც 2021 წლის 27 მაისს გამოქვეყნდა, დამტკიცდა საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის ფორმა.
დარღვევის აღრიცხვისთვის განკუთვნილი ფურცლის ფორმა
აღნიშნულ ფორმაში დეტალურად ხდება დარღვევის აღწერა. ივსება დარღვევის ტიპი/ ქვეტიპი; დამრღვევის პირადი მონაცემები; დარღვევის შემდგენლის ვინაობა; დარღვევის დრო, ადგილი და მანდატურის ან სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.