ყვარლის N1 საჯარო სკოლაში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სკოლის როლსა და პრობლემების მოგვარების ცივილურ გზებზე ისაუბრეს
21-12-2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის „მოვუსმინოთ მოსწავლეებს" ფარგლებში ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლას ეწვივნენ.   

IX კლასის მოსწავლეებთან შეხვედრისას მათ პირადად მოისმინეს მოზარდების შეხედულებები ძალადობაზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და სავალალო შედეგებზე.

ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ქეთევან ჭიპაშვილმა და რესურსცენტრის წარმომადგენელმა, ხათუნა სამიტაშვილმა მოსწავლეებთან მოზარდების პრობლემებზე, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სკოლის როლსა და პრობლემების მოგვარების ცივილურ გზებზე ისაუბრეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203