გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტანსაცმლის კერვასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნენ
21-12-2017
გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის სამკერვალო საწარმო „იმერში“ იმყოფებოდნენ.

საწარმოში სტუმრობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ „სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა.  

მოსწავლეებმა სამკერვალო საწარმო დაათვალიერეს და ტანსაცმლის კერვასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნენ. 

გეგუთის N1 საჯარო სკოლა მადლობას უხდის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის, თითოეულ დაინტერესებულ მოსწავლესა და სკოლის თანამშრომლებს: ეკატერინე ნადირაძესა და ქეთევან გურეშიძეს გაწეული შრომისთვის. 
 
იხილეთ ფოტოებო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203