რას გულისხმობს ალტერნატიული სასწავლო გეგმა და როგორია მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები თითოეულ საგანში?
31-05-2021

Etaloni.ge-მ მოიპოვა ალტერნატიული სასწავლო გეგმა, მძიმე და მრავლობითი გონებრივი განვითარების დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის, სადაც დეტალურადაა გაწერილი თითოეულ საგანში მასწავლებლის მიზნები და შეფასების კრიტერიუმები:

მაგალითად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მასწავლებელმა უნდა განუვითაროს მოზარდს ძირითადი საკომუნიკაციო უნარები (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა); გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების საბაზისო უნარ-ჩვევები; განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმის უნარი; ჩამოუყალიბოს სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი; გამოუმუშაოს თანამშრომლობისა და ორგანიზებულობის უნარ-ჩვევები; შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი.

რაც შეეხება მათემატიკას, მოსწავლე უნდა დაეუფლოს მათემატიკის ენის ყველაზე არსებით ელემენტებს; შეძლოს უმარტივეს, მათემატიკური შინაარსის ობიექტებსა და პროცესებში მსგავსებისა და განსხვავების დანახვა და გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში;

ასევე შეძლოს, რეალური ვითარებიდან მომდინარე, უმარტივესი (მისი ფუნქციონირებისთვის არსებითი) პრობლემების გადაჭრა მათემატიკური ინსტრუმენტების გამოყენებით.

გთავაზობთ, დოკუმენტის სრულ ვერსიას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203