გეგმური ტესტირების ფარგლებში გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევების გამო, გორის მუნიციპალიტეტის ორ სკოლასა და სამ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის შემთხვევები გორის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლებში დაფიქსირდა, შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, 10 ივნისამდე დისტანციური სწავლების გადაწყვეტილება მიიღეს.
აღნიშნულის გარდა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2 ივნისამდე დისტანციური სწავლების რეჟიმი მოქმედებს გორის მეშვიდე, სოფელ პატარა მეჯვრისხევისა და კარალეთის N1 საჯარო სკოლებშიც.
კოვიდინფექციის შემთხვევების დადასტურების გამო, სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა სამ საბავშვო ბაღშიც. გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღანელის ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, გეგმური ტესტირებისას კოვიდ 19 სოფლების - სვენეთის და რეგის და ასევე გორის მე-19 ბაღის თანამშრომლებს დაუდასტურდათ, რის გამოც სკოლამდელი აღზრდის სამივე დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
იხილეთ ასევე: დასრულდება თუ არა სასწავლო წელი სკოლის შენობებში - განათლების სამინისტროს ინფორმაცია მასწავლებლებს და მოსწავლეებს